Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება კათალიკოს-პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა


პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკომენტაროდ ტოვებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. "გამოვხატავ და ვადასტურებ საქართველოს პატრიარქისადმი უდიდეს პატივისცემას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს ვიკავებთ", - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. დღესვე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ დაადასტურა, რომ საღამოს ექვს საათზე საპატრიარქოში გაიმართება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა.
XS
SM
MD
LG