Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა: ტუბერკულოზის პროგრამაში მილიონობით ლარი გაიხარჯა არამართლზომიერად


ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები საბიუჯეტო სახსრებს არამართლზომიერად განკარგავდნენ და სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავდნენ. ამის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ალასანიამ განაცხადა. მისი განცხადებით, ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო და საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად, ხელშეკრულებები გააფორმა თავისივე დაფუძნებულ და მასთან დაკავშირებულ 6 კომპანიასთან.
XS
SM
MD
LG