უკვე მეშვიდე დღეა, რაც კაიროში, ეგვიპტის დედაქალაქში, ცენტრალურ, ტაჰრირის მოდანზე საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ხალხი სამხედრო ხელისუფლების გადადგომას და სამოქალაქო მმართველობისთვის ძალაუფლების გადაცემას მოითხოვს. ამ მოედანზე გამოსვლების შედეგად დაემხო ჰოსნი მუბარაქის მთავრობა, რომელიც დროებით სამხედროებმა შეცვალეს. დღევანდელი პარასკევისთვის ხალხს აქტივისტებმა „მილიონიანი მსვლელობისკენ“ მოუწოდეს.
პარასკევი, 25 ნოემბერი, როგორც დემონსტრანტები ამბობენ, ბოლო შანსია, მოითხოვონ ცვლილებები. ეს ცვლილებები ძალაუფლების სამოქალაქო, გარდამავალი მთავრობისთვის გადაცემას გულისხმობს.
ამ გარდამავალმა სამოქალაქო მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა 2012 წლის ივნისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ტაჰრირის მოედანზე მისულებიდან ზოგი ეგვიპტის დროშას აფრიალებს, სხვებს ტრანსპარანტი უჭირავთ, წარწერით: „ხალხს სამოქალაქო საპრეზიდენტო საბჭო სურს“. ერთ-ერთი დემონსტრანტი, მოჰამედ ალაშრი, რიტორიკულად ეკითხება პოლიტიკურ ძალებს: „როგორ, ძალაუფლების მოსაპოვებლად ჩვენი სიცოცხლით ვაჭრობთ?“
საბერ საადიც ტაჰრირის მოედანზე მივიდა პარასკევს. ის და მისი ამხანაგები არ აპირებენ მოედნის დატოვებას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება:
„არ წავალთ აქედან, სანამ ღირსებას არ აღვიდგენთ. ეს უკვე მეტისმეტია. ვიტანჯებით, ხალხი ლუკმაპურისთვის იბრძვის“.
ეგვიპტის მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათ ღამით სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კამალ განზურის დაავალოს ახალი მთავრობა შექმნას. ტაჰრირის მოედანზე ამ ცნობას არ მიესალმნენ. დემონსტრანტების აზრით, 78 წლის განზური ვერ იქნება იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ამბოხებით მუბარაქი დაამხო.
ტაჰრირის მოედანზე მისული ტაჰა მოჰამადი ამბობს,ისეთი პრემიერი გვინდა, რომელიც ხალხს გაუგებს, ისეთი არ გვჭირდება, რომელიც იმისთვის მოიყვანეს, ჩვენ დაგვშალოსო.
განზურის აშშ-ში აქვს განათლება მიღებული, 1996-1999 წლებში ის მთავრობას თავმჯდომარეობდა. მუბარაქის დამხობის შემდეგ მან ძველი რეჟიმისგან თავი შორს დაიჭირა. სამხედრო საბჭო არ იყო პირველი, ვინც ახალ პრემიერად განზური გამოაცხადა. ცნობა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა. აჰმედ ანვარი ასევე დემონსტრანტია. მან იცის, რომ განზური არ ყოფილა კორუფციასთან კავშირში. მისი აზრით, დახოცილების გამო კომპენსაციაა საჭირო და მარშალი ტანტავი უნდა დაისაჯოს.
ადრინდელი მთავრობა, ესამ შარიფის მეთაურობით, ამ კვირაში გადადგა, დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ძალადობის გამო. ეგვიპტის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეტაკებებს 41 ადამიანი - მათ შორის, 36 კაიროში - ემსხვერპლა. სამხედრო საბჭომ, რომელსაც გენერალი ტანტავი თავმჯდომარეობს, დაღუპულების გამო ბოდიში მოიხადა და მათ ოჯახებს კომპენსაციას დაჰპირდა.
ეს გამოსვლები წინ უსწრებს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს.