ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა და უკან, ავღანეთში ბრუნდება, მას შემდეგ, რაც იქ ორმა აფეთქებამ ათობით ადამიანი შეიწირა. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაბულში, სულ ცოტა, 54 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო შიიტების სალოცავთან. სალოცავთან ასობით ადამიანი იყო შეკრებილი შიიტების დღესასწაულ აშურასთან დაკავშირებით. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი. თალიბანი უარყოფს აფეთქების მოწყობის ბრალდებას. დღესვე აფეთქება მოეწყო შიიტების მეჩეთთან ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. იერიშები მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გერმანიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთისათვის გრძელვადიანი დახმარების გაწევის საკითხებზე.
ყველაზე პოპულარული
1