Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაია არ ადასტურებს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ნაღმზე აფეთქების ფაქტს


ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ნაღმზე აფეთქების ფაქტს არ ადასტურებს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. სააგენტო ჯიეიჩენის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად სერიოზულად დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. ამავე სააგენტოსთან საუბრისას ახალაიამ ინფორმაციას უსაფუძვლო და სიცრუე უწოდა. ”მით უფრო, თუ საქმე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს ეხება, საქმის კურსში აუცილებლად ვიქნებოდი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG