Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევმა ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქალაქ ჟანაოზენში პარასკევს მომხდარი ძალადობის შემდეგ. ნაზარბაევმა განკარგულება დღეს გასცა და განაცხადა, რომ ჟანაოზენში საგანგებო მდგომარეობა 2012 წლის 5 იანვრამდე გასტანს. ნაზარბაევმა, რომელიც დღეს ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ქალაქი კონტროლქვეშაა და პირობა დადო, რომ არეულობების ორგანიზატორები დაისჯებიან. ხელისუფლების ცნობით, ჟანაოზენში 10 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კალმუხანბეტ კასიმოვმა არეულობებისთვის ბრალი დასდო სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშებს. მისი თქმით, დაკავებულია 70 პირი. კასიმოვმა თქვა, რომ დაშავებულია 75 ადამიანი, მათ შორის ექვსი პოლიციელი. ოპოზიცია ითხოვს საგანგებო კომისიის შექმნას ჟანაოზენში მომხდარი მოვლენების ობიექტურად გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG