Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააპატიმრეს ვალერი გერგიევის ფონდის დირექტორი


მოსკოვში დააპატიმრეს დირიჟორ ვალერი გერგიევის საქველმოქმედო ფონდისა და მუსიკალური ფესტივალის, „თეთრი ღამეების ვარსკვლავთა“ ხელმძღვანელი, იგორ ზოტოვი, რომელიც ბრალდებულია დიდი რაოდენობით ფულადი სახსრების მიტაცებაში. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია მასალები, რომლებიც მიანიშნებს, რომ 2006-დან 2011 წლამდე გერგიევის ფონდიდან სხვადასხვა მიზნით იქნა გამოყოფილი 400 მილიონ დოლარზე მეტი. გამოძიების ვერსიით, თაღლითობაში ზოტოვთან ერთად მონაწილეობდა გერგიევის ნათესავი კაზბეკ ლაკუტი, რომელიც არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ დაადებინეს ხელწერილი, რომ არ დატოვებს ქვეყანას.
XS
SM
MD
LG