Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პოლიციამ საპროტესტო აქციიდან გაიყვნა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები


პოლიციამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საპროტესტო გამოსვლა შეაჩერა. აქციაზე, რომელიც პარლამნეტის შენობასთან გაიმართა, იმყოფებოდნენ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფერენც დიურჩანი და სხვა კანონმდებლები. პოლიციამ დიურჩანი აქციიდან გაიყვანა მას მერე, რაც ის შეუერთდა პარლამენტის დეპუტატებს, მწვანთა პარტია „პოლიტიკა შეიძლება სხვაგვარი იყოს“, წარმომადგენელებს, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს პარლამენტთან, რათა შენობაში არ შეეშვათ დეპუტატები. დიურჩანი მოგვიანებით პოლიციამ გაათავისუფლა. პოლიციამ ძალით გაიყვანა აქციის ადგილიდან სხვა დეპუტატებიც. პარლამენტი, რომელშიც დომინირებენ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ურბანის მომხრე, ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლები, დღეს აპირებდა მიეღო კანონი, რომელიც, ოპოზიციის აზრით, ძირს უთხრის დემოკრატიას და ამყარებს „ფიდესის“ რარტიის ძალაუფლებას.
XS
SM
MD
LG