Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი საარჩევნო კანონმდებლობის ლიბერალიზაციას გეგმავს


საპროტესტო აქცია რუსეთში
საპროტესტო აქცია რუსეთში
რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევს მიერ სახელმწიფო დუმაში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიების რეგისტრაციისა და ხელმოწერების შეგროვების გამარტივებას ეხება, შესაძლოა მომავალი წლის თებერვალში მიიღონ. ამის შესახებ რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვოჩმა განაცხადა. მოსკოვში მიმდინარე მასობრივი მიტინგების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო არჩევნებისა და პარტიების შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. მოსკოვის მიტინგის 24 დეკემბრის რეზოლუციაში გამოხატულია მოწოდება იმის თაობაზე, რომ შესაბამისი კანონები 1 თებერვლამდე მიიღონ. სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკური სისტემის რეფორმის შესახებ კანონპროექტები ამჟამად ყველაზე აქტუალური საკითხებია.
XS
SM
MD
LG