Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი მხარს დაუჭერს თალიბანის ოფისის გახსნას კატარში


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზად არის დაეთანხმოს თალიბანის წარმომადგენლობის ოფისის გახსნას კატარში, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილად უპირატესობას საუდის არაბეთს ან თურქეთს ანიჭებს. ავღანეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ 27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთი დაეთანხმება „კატარში თალიბანის ოფისის გახსნას, თუკი ამას აშშ-ები მოითხოვს.“ თვის დასაწყისში, ქაბულმა მოუწოდა საკუთარ ელჩს კატარში გადაემოწმებინა ინფორმაცია, გეგმავდა თუ არა თალიბანი ასეთი ოფისის გახსნას სპარსეთის ყურის ქვეყანაში. ისლამისტური დაჯგუფება მუდმივად აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ავღანეთის ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებაში, ვიდრე ავღანეთის მიწაზე უცხო ქვეყნების ჯარები იდგებიან.
XS
SM
MD
LG