Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პოლიციამ 7 ადამიანი დახოცა უიღურთა ავტონომიურ რეგიონში


ჩინეთის პოლიციამ უიღურთა ავტონომიურ რეგიონში 7 ადამიანი დახოცა. ხელისუფლების განცხადებით, ისინი ”ტერორისტები” იყვნენ. პოლიციამ რეაგირება მოახდინა გატაცების ფაქტზე უძველეს ქალაქ ჰოტანში. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია ორი მძევლის გათავისუფლებას შეეცადა. პროვინცია სინიანის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამნაშავეთა ჯგუფს ჰქონდა იარაღი. მოკლულების გარდა, დაიჭრა ოთხი ადამიანი. დაკავებულია ოთხი პირი. ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, გამტაცებლებიცა და მძევლებიც უიღურები იყვნენ. გერმანიაში არსებული უიღურთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ჩინეთის პოლიციამ ჩაახშო უიღურთა პროტესტი და მსხვერპლი გაცილებით დიდია. მისი თქმით, 7 ადამიანი სახალხოდ დახვრიტეს, კიდევ სამი მძიმედ დაჭრეს, ოთხი კი - მსუბუქად. უიღურთა კონგრესის წარმომადგენლის ინფორმაციით, პოლიცია პროტესტის მონაწილეებს მობილურ ტელეფონებს ართმევდა.
XS
SM
MD
LG