პენტაგონი აცხადებს, რომ იგი „არ დაუშვებს“ მოძრაობის არანაირ შეფერხებას ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სპარსეთის ყურეს ოკეანესთან აკავშირებს. უფრო ადრე ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავთობ-სატრანსპორტო საზღვაო გზის გადაკეტვა ისევე იოლია, როგორც „ერთი ჭიქა წყლის დალევა“. აშშ-ის მეხუთე ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამის პასუხად აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები „მძლავრად არიან“ წარმოდგენილნი სრუტეში, რათა „დაიცვან საერთაშორისო საზოგადოებასთან დამაკავშირებელი სასიცოცხლო არტერია.“ აშშ-ის გაფრთხილება მოჰყვა ირანის ვიცე-პრეზიდენტის მოჰამად-რეზა რაჰიმის მუქარას, რომლის თანახმად ირანი „ერთ წვეთ ნავთობსაც“ არ გაატარებს ჰორმუზის სრუტეში, თუკი თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება.
ყველაზე პოპულარული
1