Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიოვაში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი კოკუსი ტარდება


აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ცენტრალურ რეგიონში მდებარე აიოვის შტატში პირველი პაექრობით დაიწყება ერთთვიანი დახურული შიპარტიული კრება ე.წ. კოკუსი. ამომრჩევლებმა მთელი ამერიკის მასშტაბით უნდა გამოავლინონ რესპუბლიკური პარტიის ერთიანი კანდიდატი, რომელიც ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაუპირისპირდება. რესპუბლიკელების ყველაზე უფრო პოპულარულ შიდაპოლიტიკურ კანდიდატად ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდის განმავლობაში მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი ითვლება. შემდეგ მოდიან წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტის შტატიდან მიშელ ბახმანი. აიოვას კოკუსი, მრავალწლიანი ტრადიციის თანახმად, კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად ითვლება და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილოების შანსებს აჩვენებს. აიოვას კონკურსიდან ერთი თვის შემდეგ 10 იანვარიდან სტარტს აიღებს პრაიმერიზი ნიუ ჰემფშირში, რაც ივნისის ბოლომდე გასტანს.
XS
SM
MD
LG