გორის 1-ლ საბავშვო ბაღში ძირითადად იძულებით ადგილნაცვალი ოჯახების შვილები დადიან. საახალწლოდ აღმზრდელებმა პატარებისთვის გამართეს საქველმოქმედო აქცია, სოციალური ქსელებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომელსაც გამოეხმაურნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები მიუტანეს და მათ ასე გაულამაზეს ახალი წლის პირველი დღეები.