დღევანდელ პრესაში სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ქვეყნდება რამდენიმე სტატია. ”რეზონანსი”, თურქულ პრესაზე დაყრდნობით, წერს, რომ მეზღვაურების გათავისუფლებაში უმნიშვნელოვანესი როლი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ითამაშა: ”ერდოღანმა პირადი სახსრებით დაიქირავა ორი ბრიტანელი იურისტი, რომლებიც იმ სადაზღვევო კომპანიასთან მუშაობდნენ, რომელმაც, საბოლოოდ, გამოყო მეკობრეებისთვის მისაცემი თანხა. ასევე თურქეთის სახელმწიფო დაუდგა თავდებად გემთმფლობელ კომპანიას სადაზღვევო კომპანიასთან მომავალ სასამართლო დავაში. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ქართულ მხარეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მეზღვაურების გათავისუფლების ეპოპეაში“. ამავე სტატიაში, სომალის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ მეკობრეებმა მეზღვაურები 3 მილიონ დოლარად გაათავისუფლეს.
”24 საათი” ამავე თემაზე წერს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით: ”სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება წარმატებით დასრულდა ისე, რომ მეკობრეებისთვის გამოსასყიდი თანხა არ გადაუხდიათ”.
ისევ ”რეზონანსს” მივუბრუნდები, სადაც ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ზურაბ დგებუაძესთან, რომელიც, ავტორის თანახმად, ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე, ლევან კალაძის გატაცების საქმეში კალაძეების ოჯახის ადვოკატი, ამჟამად გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრები გახლავთ და ახლა პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში. საღინაძე ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა და სწორედ ამ საქმის გამო ჯერ შევიწროების მსხვერპლი გახდა, მოგვიანებით კი დააკავეს. ვრცელ ინტერვიუში, რომელიც გაზეთის მომავალ ნომერშიც გაგრძელდება, ადვოკატი დგებუაძე ჰყვება ლევან კალაძის საქმის გამოძიების დეტალებს, რომლებიც მისთვის საქმეში მონაწილეობისას და ბათუ საღინაძესთან თანამშრომლობისას გახდა ცნობილი. ისტორია საკმაოდ რთულია. ზურაბ დგებუაძე საქმეში სამართალდამცავების ინტერესზე ლაპარაკობს: ”საკმაოდ გამოცდილი და გავლენიანი ჯგუფი რამოდენიმე კურდღელს იჭერდა - საქმეს ხსნიდა, ფულს აკეთებდა და თავიდან იშორებდნენ ”სააშკარაოზე გამოყვანილ” ცნობილ კრიმინალს - ომეხ აფრასიძეს, რომელსაც მათი ხელშეწყობით სხვა საქმეებიც ჰქონდა ნაკეთები”.
”გიორგი დემეტრაძემ სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა” - ამ სათაურით სტატია ”ახალ თაობაში” ქვეყნდება. ავტორი, ადვოკატზე დაყრდნობით, წერს: ”ირკვევა, რომ ქურდული სამყაროს წევრობაში მსჯავრდებული ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება: ევროკონვენციის მეექვსე მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება, მესამე მუხლი - არაადამიანური მოპყრობა და მერვე მუხლი - პირადი ცხოვრება”.
”ალია” სოზარ სუბართან ინტერვიუს აქვეყნებს. ამ ინტერვიუში ჟურნალისტი და რესპონდენტი კიდევ ერთხელ ეხებიან ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ყრილობის სტუმრების ვინაობას. ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკას შევარდნაძისდროინდელი თანამდებობის პირთა ყრილობაზე ყოფნის გამო, სუბარი იმის შეხსენებით უპასუხებს, თუ საიდან მოდიან საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი და არაერთი მაღალჩინოსანი მთავრობასა და პარლამენტში.
”ალიაში” ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. შეკითხვაზე - ”ბიძინა ივანიშვილთან შერიგებას გამორიცხავთ?”, ნათელაშვილი პასუხობს: ”ეს რთული საკითხია. ეს იგივე იქნებოდა, შევურიგდე სააკაშვილს, შევურიგდე სოროსს, შევურიგდე საქართველოს დამპყრობლებს, რომლებსაც ზოგჯერ ფულით სურდათ ქვეყნის დაპყრობა და ზოგჯერ იარაღით...”.