12 იანვარს ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურამ აბაშიძემ ე.წ. ”მოდულის” შენობის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს ზეწოლა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მათ პარტიულ აქტივისტებსა და ოჯახის წევრებზე მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. ზურაბ აბაშიძემ ადამიანების დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების და სხვა სახის ზეწოლის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. ამ საკითხებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ რადიო თავისუფლება ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
-
ეკა ქევანიშვილი
მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.