Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიციამ „იაბლოკოს“ ლიდერი მიტროხინი დააკავა


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიტინგის შემდეგ პარტია „იაბლოკოს“ ლიდერი სერგეი მიტროხინი დააკავა. მის წინააღმდეგ შედგენილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა 350 კაცი, მაშინ როცა ხელისუფლება დათანხმდა მხოლოდ 300- ი კაცის მონაწილეობას. პოლიციის ინფორმაციით, მიტროხინმა დაარღვია ასევე მიტინგზე მისვლის წესი, როდესაც გადასწია მეტალოდეტექტორების დაყენების ჩარჩოები.
XS
SM
MD
LG