Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს მეცნიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილები


ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი ბირთვული სფეროს ირანელი ექსპერტის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. ირანის არაბულენოვან მაუწყებელ „ალ-ალამთან“ ინტერვიუში, ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიაგნო გარკვეულ მტკიცებულებებს, რასაც მოჰყვა დაპატიმრებები. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. ლარიჯანის არ დაუზუსტებია, ვინ და რამდენი კაცი დააპატიმრეს, ან როდის აიყვანეს ისინი. გასულ კვირაში თეირანში მოკლეს მოსტაფა აჰმადი როშანი, რომელიც ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მუშაობდა. ირანმა აშშ, ბრიტანეთი და ისრაელი დაადანაშაულა ამ მკვლელობასთან კავშირში. ვაშინგტონმა უარყო თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდება, ლონდონმა დაგმო სამოქალაქო პირების დახოცვა. ისრაელს საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი.
XS
SM
MD
LG