Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში თავდასხმამ შვიდი ადამიანი შეიწირა


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის საერთაშორისო აეროპორტთან თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. აფეთქება მოეწყო ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების სამხედრო-საჰაერო ბაზასთან, რომელიც საერთაშორისო ძალების ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა სამხრეთ ავღანეთში. ავღანეთში ნატოს ჯარების პრესმდივნის ცნობით, საჰაერო ბაზის შესასვლელში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რასაც მოჰყვა სამოქალაქო პირთა მსხვერპლი. ამავე წყაროს ცნობით, უცხოელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.
XS
SM
MD
LG