Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ბულგარეთს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დამოკიდებულებას რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ბულგარეთს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულებას. ამ საკითხს განიხილავენ სოფიაში კლინტონის ვიზიტისას. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, კლინტონი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ გაკონტროლებული მილსადენების უკვე არსებულ ალტერნატიულ მარშრუტებზე, ისევე როგორც ენერგომომარაგების ახალი წყაროების მოპოვებაზე ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტის დივერსიფიკაციის მისაღწევად. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, კლინტონი ბულგარეთში ვიზიტისას გამოთქვამს შეფასებას, რომ რუსეთიდან ენერგომამარაგებაზე ევროპის დამოკიდებულება შესაძლებელს ხდის მოსკოვის „არაჯანსაღ“ პოლიტიკურ ზეწოლას. კლინტონი ბულგარეთში ჩაფრინდა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG