Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში სირიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს


გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გერმანიაში მომუშავე სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების თვალთვალში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ სირიის ელჩი გამოიძახა და განუცხადა, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. პროკურატურის თანახმად, დაკავებულები, ერთი სირიის მოქალაქე, მეორე კი გერმანიის და ლიბანის მოქალაქე, სავარაუდოდ სირიელ ოპოზიციონერებს რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
XS
SM
MD
LG