არაბთა ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კაიროში გამართეს შეხვედრა იმ ნაბიჯებზე მოსალაპარაკებლად, რომელიც სირიაში შექმნილ კრიზისთან მიმართებით უნდა გადაიდგას. შეხვედრის ფონია სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტის ჩავარდნა გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთისა და ჩინეთის მიერ დადებული ვეტოს გამო. ვრცელდება ცნობები, რომ მინისტრებმა დაამტკიცეს სირიაში არაბთა ლიგის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის ამ პოსტიდან გადადგომა. უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა - სუდანელმა გენერალმა, მუჰამედ აჰმედ მუსტაფა ალ-დაბიმ - პოსტი იანვარში დატოვა, რადგან სირიაში არ მოხერხდა ძალადობის შეჩერება. სირიაში ორგანიზაციის წარმომადგენლის პოსტზე იორდანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდელ ილაჰ ხათიბის კანდიდატურა განიხილება. პარალელურად, ალ-ყაიდის ლიდერმა, აიმან ალ-ზავაჰირიმ თურქეთში, ერაყში, ლიბანსა და იორდანიაში მუსულმანებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ სირიის მეამბოხეებს, რომლებსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა სურთ. ალ-ზავაჰირიმ სირიელებს მოუწოდა ალ-ასადის „დამაქცეველი, კიბოს დაავადების მსგავსი რეჟიმის“ წინააღმდეგ ამბოხებისას ნუ დაეყრდნობიან დასავლეთს ან არაბულ ქვეყნებს.
ყველაზე პოპულარული
1