Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ”სირიის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრაში


რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ”სირიის მეგობართა ჯგუფის” პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც ტუნისში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს ოფიციალურად არ შეატყობინეს კონფერენციის მონაწილეებისა და დღის წესრიგის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ტუნისის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სირიის ოპოზიცია, სირიის ხელისუფლების წარმომადგენლები კი არ არიან მიწვეული. ტუნისში ”სირიის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრის ჩატარების ინიციატივა გასულ კვირაში, არაბთა ლიგის კაიროს შეხვედრაზე გაჩნდა.
XS
SM
MD
LG