ავღანელი პარლამენტარის, ფაუზია კუფისთვის უცხო არ არის სტერეოტიპების მსხვრევა. 36 წლის კუფი ერთადერთი ქალია ავღანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, ის აქტიურად იბრძვის თავისი სქესის წარმომადგენელთა უფლებებისათვის, საკუთარი ოჯახისთვისაც იცლის და თან წიგნებს წერს. ბოლო წიგნში ფაუზია კუფი თავის დიდ ოცნებას ამხელს - სურვილს, გახდეს ავღანეთის პირველი პრეზიდენტი ქალი. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის კორესპონდენტები, მუსტაფა სარვარი და ფრად ბეჟანი გვთავაზობენ ამ უჩვეულოდ აქტიური და გაბედული ადამიანის პორტრეტს.
ფაუზია კუფი ჩვილი იყო, როცა პირველ დიდ განსაცდელს გადაურჩა. ის გზის პირას იყო მიგდებული, პაპანაქება სიცხეში რამდენიმე საათი ტიროდა, სანამ ვიღაც ყურადღებას მიაქცევდა და საფრთხეს გაარიდებდა. გოგონას დედამ, რომელსაც მისი მოცილება უნდოდა, ბოლოს მაინც მიიღო ბავშვი და პირობა დადო, რომ აღარაფერს დაუშავებდა...
ფაუზა კუფის შემდგომშიც არაერთხელ დასჭირდა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობის გამოვლენა. გოგონამ გაუძლო თალიბანის მმართველობის მძიმე პერიოდს და შეძლო ჩართულიყო უნისეფის მუშაობაში, რომელიც, როგორც ცნობილია, ბავშვთა დაცვას ემსახურება.
დღეს უკვე გამოცდილ, მეორე ვადით არჩეულ პარლამენტარ ქალს არაერთხელ დამუქრებიან სიკვდილით ქალთა უფლებების დაცვაში, თუ კორუფციასთან ბრძოლაში აქტიურობის გამო. თავის ახალ, ჯერ-ჯერობით ბოლო წიგნში სახელწოდებით „რჩეული ქალიშვილი: ერთი ქალის ბრძოლა მომავლისაკენ ავღანეთის გასაძღოლად“ ფაუზა კუფი იხსენებს განვლილ, სირთულეებით სავსე გზას და, ამავე დროს, ამხელს თავის ამბიციურ მიზანს - გახდეს ავღანეთის პირველი პრეზიდენტი ქალი.
ის არ არის ილუზიებით შეპყრობილი - იცის, რომ ავღანელი ქალები აქამდე, 2004 და 2009 წლებში წარუმატებლად მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში. იცის ისიც, რომ ბევრს ავღანეთში ქალები სულაც მეორეხარისხოვან ადამიანებად მიაჩნია. მაგრამ ფაუზა კუფი ცვლილებებსაც ხედავს. რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში ის ყურადღებას ამახვილებს ქალების ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„ავღანეთში გავრცელებული შეხედულებით, ქვეყნის პრეზიდენტი მამაკაცი უნდა იყოს. 2014 წლის არჩევნებამდე კიდევ ბევრი დროა და ჩვენი კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს. არ ვამბობ, რომ პრობლემები არ არის და ყველაფერი ძალიან იოლად მოხდება. მაგრამ ავღანური საზოგადოების გარკვეული ნაწილი - ინტელექტუალები და ის ხალხი, ვისაც ცვლილებები სურს - მზად არის პრეზიდენტად ქალის მისაღებად და ჩვენ შეგვიძლია, ამას დავეყრდნოთ“, - ამბობს კუფი.
ფაუზა კუფის პოლიტიკური კარიერა დაიწყო ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2001 წლის მიწურულს კამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ქალთა განათლებას. ამ მხრივ კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი. წერა-კითხვის უცოდინრობა, ძალადობა, იძულებითი ქორწინება ფართოდ გავრცელებულ პრობლემებად რჩება ავღანელი ქალებისათვის.
თვით ფაუზა კუფის ორი ქალიშვილი ჰყავს და მათ მიუძღვნა თავისი პირველი წიგნი, „წერილები ჩემს ქალიშვილებს“, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა. უწინარეს ყოვლისა, მათ მიმართავს ახალ წიგნშიც, „რჩეული ქალიშვილი: ერთი ქალის ბრძოლა მომავლისაკენ ავღანეთის გასაძღოლად“. სხვათა შორის, წიგნი მიმდინარე კვირაში გამოიცა ბრიტანეთში, ინგლისურ ენაზე.
„წიგნის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი სურვილი, რომ მესიჯი დავუტოვო ჩემს ქალიშვილებს, თუ მე თვითონ ცოცხალი აღარ ვიქნები. მეორე მიზეზია ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მსოფლიოს გავაგებინო ავღანელი ქალების სიძლიერის ამბავი, რაც ხალხმა არ იცის. მათ რაღაცეები ესმით და ფიქრობენ - რა საცოდავი, გაუნათლებელი ქალები არიანო... მინდოდა, მათთვის მეჩვენებინა სხვა მხარე, რომ ამისდა მიუხედავად, მაინც ძლიერები ვართ“, - ამბობს ფაუზა კუფი, ავღანეთის პარლამენტის წევრი, მართლაც ძლიერი ქალი, რომელიც ადრე თუ გვიან შესაძლოა, პრეზიდენტადაც ვიხილოთ.

ის ხალხი, ვისაც ცვლილებები სურს - მზად არის პრეზიდენტად ქალის მისაღებად ...