Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 231 პირია წარდგენილი


ნობელის ინსტიტუტის ცნობით, წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 231 ადამიანი წარადგინეს. ნორვეგიაში დაფუძნებული ორგანიზაცია იუწყება, რომ მათ შორის არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი და ბრედლი მენინგი, ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ამერიკაში სამხედრო ტრიბუნალის წინაშეა ბრალდებით, რომ მან ათი ათასობით სამხედრო და დიპლომატიური შინაარსის დოკუმენტი მიაწოდა ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსს“. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენის ბოლო ვადა 1 თებერვალი იყო. შარშან მშვიდობის პრემია სამ ქალს მიენიჭა - ესენი არიან ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიაში დაბადებული მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი ლეიმა გბოვი და იემენელი უფლებადამცავი ტავაკულ კარმანი.
XS
SM
MD
LG