Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორში ენერგოვაუჩერების დაარიგება ჯერ არ დაწყებულა


გორის რაიონში ენერგოვაუჩერების დარიგება ჯერ არ დაწყებულა. ადგილობრივ მთავრობაში ვაუჩერების ჩამოტანას დღე-დღეზე ელოდებიან. 20 ლარიან ენერგოვაუჩერს საქართველოში მილიონ ორასი ათასი ოჯახი მიიღებს, რისთვისაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება ხანგრძლივ და რთულ ზამთარს უკავშირდება, რა დროსაც ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. გორის რაიონში ენერგოვაუჩერებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ერთ ნაწილს ასეთი სახის დახმარება დროულად მიაჩნია, რადგან კომუნალური გადასახადები ზამთრის პირობებში მნიშვნელოვნად გაეზარდათ, საზოგადოების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას კი არა, საარჩევნო ხმების მიღებას ისახავს მიზნად.

ენერგოვაუჩერების დარიგება მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ვაუჩერის გადაცემა სხვა პირისთვისაც არის შესაძლებელი. გორის რაიონში ჯერ სოფლის მეურნეობის ვაუჩერის დარიგება არ დასრულებულა. აღსანიშნავია, რომ 30 ლარიანი ენერგოვაუჩერი მთავრობამ გასულ წელსაც დაარიგა.
XS
SM
MD
LG