დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ სოფელ ქვიშხეთში მცხოვრებ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ”24 საათი” სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე წერს დაწვრილებით. ”რეზონანსის” სტატიის სათაურია – ”გლოვა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ”. ავტორი წერს, რომ 29 თებერვალს ქვიშხეთში ჩასულ ”რეზონანსის” კორესპონდენტს ოჯახის წევრები არ დაელაპარაკნენ. ქიმერიძეების ოჯახს 50-55 წლის მამაკაცი დარაჯობს და სამძიმარზე მისულ ხალხს ჭირისუფლებთან მხოლოდ თავისი სურვილის მიხედვით უშვებდა. ”რეზონანსის” ცნობით, ინციდენტი მომხდარა მაშინ, როცა აღნიშნულმა პირმა ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი ელისო ჩაფიძე არ შეუშვა ეზოში. ”აღნიშნულ ინციდენტს თვალს ადევნებდნენ სამძიმარზე მყოფი ქიმერიძის ოჯახის ახლობლები, რომლებიც ამ კაცს წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, მაგრამ მისგან მალულად დახმარებას და საქმის ობიექტურად გამოძიებას გვთხოვდნენ” - წერს ”რეზონანსი”.
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დეტალების განხილვა დღევანდელ პრესაშიც გრძელდება.
”ახალი თაობის” პირველ გვერდზე სათაური - ”სააკაშვილს არც პრემიერობა უნდა და არც პარლამენტის თავმჯდომარეობა”. ავტორი წერს: ”მიხეილ სააკაშვილი იქნება იმავე პოლიტიკურ თანამდებობაზე, რაც ახლა შეთავსებით უკავია პრეზიდენტობასთან ერთად - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ქვეყნის პრეზიდენტი მისი პარტიის წევრი იქნება, პრემიერ-მინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც, რომლებიც მისი კონტროლიდან ვერ და არც გავლენ. სააკაშვილი იქნება რუხი კარდინალი და ქვეყანა ისევ მისი სურვილებით და წესებით იცხოვრებს. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, თუ მოისურვებს, პრეზიდენტი გახდება და თუ მოესურვება პრემიერ-მინისტრი”.
”24 საათის” ყოველკვირეულ დამატება ”Weekend”-ში ახალი მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან ვრცელი ინტერვიუს დიდი ნაწილიც სააკაშვილის გამოსვლას და პარლამენტის 28 თებერვლის სხდომას ეძღვნება. გამყრელიძე ამ ინტერვიუში ოპოზიციაზე ამბობს: ”პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს მთავარი აქცენტი ისევ ნეგატივზე აქვს (საქართველო სააკაშვილის გარეშე, საქართველო ნაცმოძრაობის გარეშე) და არა იმაზე, თუ ახალი რა შესთავაზოს ამომრჩეველს. დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ნეგატიური მდგენელი იმდენად ჭარბად არის, რომ ვეღარც ასხვავებ ვინ ლაპარაკობს”.
”საქართველოს რესპუბლიკა” 28 თებერვლის სხდომაზე დეპუტატების - გიორგი ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღთურიას გამოსვლის ტექსტებს აქვეყნებს. პირველ გვერდზე წითელი შრიფტით - ”პრეზიდენტის ჩაბულბულებულ-ჩატალახებული სტუმრობა პარლამენტში”.