Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის კონსერვატორი ოპონენტები არჩევნებში იმარჯვებენ


ირანში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, წინ არიან პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ოპონენტები, ანუ მეტი ხმა მოიპოვეს რელიგიური ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მომხრეებმა. სხვათა შორის მარცხი განიცადა პრეზიდენტის დამ, ფარვინ აჰმადინეჟადმა, რომელმაც კენჭი იყარა მის მშობლიურ ქალაქ გარმსარში. მიმომხილველები თვლიან, რომ ირანის ეკონომიკურმა პრობლემებმა, ძლიერმა ინფლაციამ,უარყოფითი ზეგავლენა იქონია აჰმადინეჟადის მომხრეთა შანსებზე, ადგილი მოიპოვონ პარლამენტში. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონეთა 65-მა პროცენტმა. საბოლოო შედეგებს ორშაბათისთვის მოელიან.
XS
SM
MD
LG