Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შეხვედრა


ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბელორუსიას არ გაუგზავნია დელეგაცია პრაღაში, სადაც დღეს იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ემსახურება ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან - საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მოლდავეთთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან - ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებას. ბელორუსიის გარდა, დანარჩენი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს პრაღაში ხვდებიან ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, კეთრინ ეშტონსა და ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულეს. დღევანდელი შეხვედრის ფონია ბელორუსიასთან ევროკავშირის უთანხმოების გამწვავება მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა გასულ კვირაში გამკაცრა სანქციები მინსკის მიმართ, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო.
XS
SM
MD
LG