Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


მოსკოვის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გამარჯვების გამო პროტესტის გამოსათქმელად. დემონსტრანტები ყურადღებას ამახვილებენ საპრეზიდენტო, ისევე როგორც მანამდე, დეკემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მრავალი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, აქციაში, ადგილობრივი დროით, 14 საათისათვის მისული იყო 10 000-მდე ადამიანი. საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს ერგო ხმების 63-მდე პროცენტი.
XS
SM
MD
LG