Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აწარმოებს მოლაპარაკებას ყირგიზეთში სამხედრო ბაზის შესახებ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა ყირგიზეთში ჩავიდა ამერიკელების მიერ მანასის სამხედრო ბაზით სარგებლობაზე მოსალაპარაკებლად. ეს ბაზა მნიშვნელოვნად ითვლება ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიისათვის. ყირგიზეთში პანეტას ვიზიტის ფონია ვაშინგტონის და ქაბულის მოლაპარაკება ამერიკელი სამხედროების შესაძლო დარჩენაზე ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ამერიკელ სამხედროებს ბიშკეკთან მანასის სამხედრო ბაზა დასჭირდებათ მას შემდეგაც, რაც ამოიწურება ამჟამინდელი კონტრაქტით გათვალისწინებული სარგებლობის ვადა. პანეტამ ბიშკეკში ჩასვლამდე უთხრა ჟურნალისტებს, რომ ყირგიზეთის ლიდერებთან შეხვედრისას ისაუბრებს მანასის ბაზის დიდ მნიშვნელობაზე და შეეცდება უზრუნველყოს თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელება. გასულ თვეში ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ მანასის აეროპორტზე აღარ უნდა დარჩნენ უცხოელი ჯარისკაცები.
XS
SM
MD
LG