Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბულში ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს


სტამბულში 170 ათასი ევროს გატაცებაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ”ინტერპრესნიუსი”, თურქულ სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათ თანხა რამდენიმე თვის წინ, ანკარაში, თურქი ბიზნესმენის მოიპარეს. გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თურქმა სამართალდამცველებმა ანკარიდან სტამბულამდე ყველა ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერა შეამოწმეს. პოლიცია ეჭვმიტანილების კვალზე მათ მიერ დაქირავებული 2 ავტომანქანის მეშვეობით გავიდა. ეჭვმიტანილებს ვინაობას ამ დროისთვის არ ახმაურებენ.
XS
SM
MD
LG