Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა შეწყვიტა აშშ-თან მოლაპარაკება


თალიბანის განცხადებით, მან შეწყვიტა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ავღანეთში კონფლიქტის მოგვარებაზე. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, თალიბანი გამოთქვამს შეფასებას, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია მკაფიო პოზიცია, რაც დაბრკოლებას უქმნის მოლაპარაკების პროგრესს. განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ თალიბანმა უარყო მოლაპარაკების გამართვა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობასთან. ამ განცხადების ფონია ვარაუდი, რომ თალიბანის და აშშ-ის წარმომადგენლები წინასწარ შეხვედრებს მართავენ ყატარში თალიბანის ოფისის გასახსნელად და სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად.
XS
SM
MD
LG