კოლუმბიაში 31 მეამბოხე მოკლეს და სამი დაჭრეს კოლუმბიის არმიისა და საჰაერო ძალების მიერ არაუკის პროვინციაში, ვენესუელის საზღვართან განხორციელებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად. არმიის სარდლის, გენერალ ერნესტო მალდონადოს განცხადებით, ოპერაცია დაიწყო შაბათს - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მემარცხენე მეამბოხეებმა - კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) მებრძოლებმა - ქალაქ არაუკიტაში მოკლეს არმიის ოფიცერი და 10 ჯარისკაცი. FARC-ი 40 წელიწადზე მეტია, ებრძვის კოლუმბიის ცენტრალურ მთავრობასა და მეამბოხეთა სხვა ჯგუფებს.
ყველაზე პოპულარული
1