ეგვიპტეში ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე, 100 წევრისგან შემდგარი საბჭოს 60 პროცენტი ისლამისტებით იქნება დაკომპლექტებული. ამ კონსტიტუციამ უნდა განსაზღვროს სახელმწიფოში ისლამის როლი - ისევე, როგორც უმცირესობების უფლებები. საბჭოს 100 წევრის სახელები პარლამენტმა კვირას გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, უმრავლესობას შეადგენენ მუსულმანთა საძმოს ორგანიზაციის - თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის - წევრები და რადიკალი სალაფისტები. საბჭოს წევრები პარლამენტმა შაბათს აირჩია. ახალმა კონსტიტუციამ ასევე უნდა განსაზღვროს პრეზიდენტის ძალაუფლება და სამხედრო სტრუქტურების სამომავლო როლი.
ყველაზე პოპულარული
1