Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი პეკინში სირიის საკითხზე ისაუბრებს


გაეროსა და არაბული ლიგის ქვეყნების სპეციალური წარმომადგენელი სირიაში კოფი ანანი პეკინს ეწვია, სადაც ის ჩინეთის პრემიერ მინისტრთან, ვენ ძიაბაოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. პეკინში კოფი ანანი ჩავიდა მოსკოვიდან, სადაც რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა. ანანმა კრემლისაგან სირიაში მშვიდობიანი მისიის აღსრულებაში მხარდაჭერის დაპირება მიიღო. რამდენიმე ხნით ადრე მოსკოვმა და პეკინმა ვეტო დაადეს გაეროს უსაფრთოხების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც დამასკს სისხლისღვრის გამო მკაცრად აკრიტიკებდა.
XS
SM
MD
LG