რუსეთის მთავრობის ადამიანის უფლებათა კომისიამ უარჰყო ვარაუდები, პატიმრობაში მყოფი „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის უახლოეს მომავალში პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. კომისიის წევრმა მიხაილ ფედეტოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უარი თქვა ექსპერტების რეკომენდაციაზე იმ მიზეზით, რომ ხოდორკოვსკიმ არ აღიარა დანაშაული, რათა მოეპოვებინა პრეზიდენტის შეწყალება. მიხაილ ხოდორკოვსკის ორჯერ მიუსაჯეს სასჯელი თაღლითობისა და თანხების მითვისების გამო და საპატიმროში 2017 წლამდე დარჩება. „იუკოსის“ ყოფილი ლიდერი თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ იგი ვლადიმირ პუტინმა დააპატიმრებინა ოპოზიციის მხარდაჭერის და კრემლის პოლიტიკის კრიტიკის გამო. ხოდორკოვსკის საქმის გადასინჯვის პირობა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დადო.
ყველაზე პოპულარული
1