Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებამ ხუთი ადამიანი შეიწირა


ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და, სულ ცოტა, 10 დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ვარაუდობენ, რომ აფეთქება მიმართული იყო ადგილობრივი პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. პოლიციის ცნობით, პოლკოვნიკი ყანდილ ხალილი გადაურჩა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დულუიაში მოწყობილ თავდასხმას. როგორც იუწყებიან, საქმე ეხება ხალილის წინაღამდეგ მიმართულ წელს უკვე მეორე იერიშს, დანაღმული ავტომანქანის იანვარში აფეთქების შემდეგ. დულუიაში ძლიერი პოზიცია ჰქონდა ალ-ყაიდას ერაყში 2003 წელს საერთაშორისო ძალების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, მაგრამ მთავრობის ჯარებმა რეგიონზე კონტროლის დამყარება შეძლეს ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG