Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის თქმით საქართველო არ შეეგუება მარცხს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. მანამდე კი სიტყვით მიმართა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ჯარისკაცებს, ოფიცრებს და ქართველ კონსტრუქტორებს. პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, საქართველომ შეძლო კავკასიაში შეექმნა ეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური, თანამედროვე სახელმწიფო, - მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის ეზოში ჯარისკაცებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც ადვილად ეგუებიან მარცხს, ეგუებიან თავისუფლების დაკარგვას. "არსებობენ ერები, რომელთა მთავარი ლოზუნგია - სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ჩვენ ასეთი ერი არ ვართ. არსებობენ ერები, რომელთაც გალიაში ჭამა ურჩევნიათ დამპყრობლის მიერ გაწვდილი პეშვიდან თავისუფლებაში არსებობას, ჩვენ ასეთი არ ვართ", - დასძინა პრეზიდენტმა. შემდეგ საქართველოს ლიდერმა კვლავ მინიშნებით ილაპარაკა ადამიანებზე, რომლებიც „თავის წარმატებას მხოლოდ დამპყრობლის ჩექმების ლოკვაში“ ხედავენ და რომლებსაც „ფუნდამენტურად არ სჯერათ საქართველოს თავისუფლების იდეის“, - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა დაამშვიდა აუდიტორია, რომ „ასეთი ადამიანები მხოლოდ ერთეულები არიან“.
XS
SM
MD
LG