დღევანდელი ”რეზონანსი” წერს, რომ ”ანაკლიის საკურორტო ზონის მშენებლობას ბევრი ადამიანის საკუთრება და სიმშვიდე შეეწირა”. ”2009 წელს საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს დაურეგისტრირა ანაკლიაში მდებარე 150 მიწის ნაკვეთი. როგორც ჩანს, რეესტრს არც კი გადაუმოწმებია ინფორმაცია მოთხოვნილ მიწებზე სხვისი საკუთრების უფლების არსებობის შესახებ. საჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფოსათვის დარეგისტრირებულ მიწებს შორის აღმოჩნდა სოსო აქუბარდიას მიწის ნაკვეთიც, 47,92 ჰექტარი ფართობით, რომელსაც ის 2007 წლიდან კანონიერად - საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფორმით - ფლობდა”, - წერს ”რეზონანსი”.
ამავე თემაზე დღეს ”ახალ თაობაშიც” წაიკითხავთ: ”საჯარო რეესტრს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული აზომვის ორი სხვადასხვა სისტემის გამოყენებით (აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსია) შემუშავებული ნახაზების ერთმანეთთან შედარება არ შეუძლია და უკვე დარეგისტრირებულ საკუთრებას ხელახლა სხვაზე არეგისტრირებს ისე, რომ განაცხადებს შორის კონფლიქტს თუ გადაფარვას ვერ ხედავს. სამწუხაროდ, ხშირად დაზარალებულებს ვერც სასამართლო იცავს”. ”ახალ თაობაშიც” არის მოყვანილი არაერთი ფაქტი. ავტორი წერს: ”ჩვენ მიერ მოყვანილი შემთხვევებიდან კარგად ჩანს, რომ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემის აქტუალურობის მიუხედავად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები მისი მოგვარების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას ვერ ახერხებენ.”
”ახალი თაობის” მთავარი პუბლიკაციის სათაურია: ”ეკატერინა ხვედელიძე: ‘სააკაშვილმა ჩემი ქმრის საქმეები მიითვისა’ ”. ” ბიძინა ივანიშვილის სახელს ბევრი რამ უკავშირდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის წლების განმავლობაში აფინანსებდა ხელისუფლებას. მისი ფულებით უამრავი ობიექტი აშენდა, რომლებიც ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მიიწერა. ამ ობიექტებს საზეიმო ვითარებაში ხსნიდა საქართველოს პრეზიდენტი. ლენტის გაჭრის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, ბევრს საუბრობდა. ხანგრძლივი მონოლოგების დროს მას არც ერთხელ არ უხსენებია ივანიშვილი. ახლა რომ არ ახსენებენ, გასაგებია, მაგრამ მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო ოპოზიციაში გადასული”. ”ახალი თაობა” სოციალურ ქსელში ივანიშვილის მეუღლის მიერ ბიძინა ივანიშვილის დღემდე განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს.
”ახალ თაობაშივე” იბეჭდება სტატია, სათაურით – ”რატომ ალაპარაკდა ალასანია აქციებზე”: ”საქართველოში დემოკრატიული არჩევნები რომ არ ჩატარდებოდა, ამას ”ქართულ ოცნებაშიც” მიხვდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, საჭირო თუ გახდა, ხალხს ქუჩაში გამოვიყვანო. ამის შემდეგ კოალიციის სხვა წევრებსაც გაუნათდა გონება და ახლა ერთმანეთის მიყოლებით გაიძახიან, მამულს თუ დასჭირდა, ქუჩის აქციებსაც მოვაწყობთო. ეს განცხადება ყველაზე ადრე ირაკლი ალასანიამ გააკეთა”.
ისევ ”რეზონანსს” მივუბრუნდები. პირველ გვერდზეა გამოტანილი სტატია, სათაურით - ”წეროვნელი დევნილების ნაწილი აღდგომას შუქისა და გაზის გარეშე შეხვდა”: ”ცივი ზამთრის დღეებში დაგროვილი გაზისა თუ დენის გადასახადების გადაუხდელობის გამო წეროვანში ჩასახლებული დევნილების დიდ უმეტესობას ზოგს გაზი და ზოგს შუქი ჩაჭრილი აქვს და აღდგომის დღეებსაც ამ გადასახადებზე დარდით უფრო ხვდებიან, ვიდრე საზეიმო განწყობით. სამი წლის წინ ასე რიგებად დამეზობლებული ქსნისა და ლიახვის ხეობის ხალხს ჩამოვუარეთ. ზოგი პრესასთან გულღიად საუბრობს, ზოგს ერიდება თუ ეშინია და საუბრისას ფრთხილობს, ვინაობას არ ასახელებს. ჯერ რა გვაქვს და ესეც რომ დავკარგოთ, სად წავიდეთო, გვიხსნიან”.
”რეზონანსშივე” პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს იმ ნაწილსაც ეძღვნება ერთი სტატია, სადაც პატრიარქი გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას. ”რეზონანსის” ავტორისთვის მიცემულ კომენტარებში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ მოელიან ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას. ”მისი უწმინდესობა, როგორც ერის სულიერი მამა, ზუსტად გრძნობს იმ პრობლემებს, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს”, - ეუბნება საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ჯაბა სამუშია ”რეზონანსს” და თავისი პოლიტიკური ძალის ინიციატივებს ჩამოთვლის საგადასახადო შეღავათების კუთხით. საპარლამენტო ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა გია ცაგარეიშვილმა კი „რეზონანსს“ უთხრა: ”არ მგონია, საქართველოს პარლამენტი ფლობდეს იმ შინაგან ძალას, რომ დაიწყოს პატრიარქის ინიციატივაზე მუშაობა და გადასახადების შემამცირებელი კანონები მიიღოსო.”