რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, განაცხადა, რომ მთავრობა დააფინანსებს ახალ საზოგადოებრივ ტელევიზიას, რომელიც თავისუფალი იქნება სამთავრობო კონტროლისგან. მედვედევის განკარგულება, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, იუწყება, რომ ახალი ქსელი 2013 წლის პირველ იანვარს დაიწყებს მუშაობას. ის თავიდან მთავრობის მიერ დაფინანსდება, მოგვიანებით კი შემოწირულობებით. 2000 წელს, როცა ვლადიმირ პუტინი მოვიდა ხელისუფლაბაში, მთავრობამ ყველა ტელეარხი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა.
ყველაზე პოპულარული
1