Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი დედამიწის დღეს ეხმაურება


დღეს მსოფლიოს ქვეყნები „დედამიწის დღეს“ აღნიშნავენ. გაეროს გენერალურმა მდივანი, ბან კი-მუნი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ დღის მიზანია პატივი მიაგოს „ჩვენს ერთადერთ პლანეტას და მასზე ადამიანების ადგილს“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომავალი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს მეტი საკვები, ენერგია, წყალი და სამუშაო ადგილები დასჭირდება. გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების შესახებ ივნისში დანიშნული გაეროს კონფერენცია, რომელიც ბრაზილიაში უნდა გაიმართოს, მსოფლიოს მისცემს საშუალებას გაიაზროს ეკოლოგიური პრობლემატიკის მნიშვნელობა.
XS
SM
MD
LG