Accessibility links

site logo site logo

მოლდავეთმა რუსეთიდან ელჩი გაიწვია


მოლდავეთმა რუსეთიდან გაიწვია თავისი ელჩი ანდრეი ნეგუტა, რომელმაც გააკეთა მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების დარჩენის მხარდამჭერი განცხადება. ნეგუტამ საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ დნესტრისპირეთიდან 1500 რუსი სამხედრო გაყვანა საფრთხეს შეუქმნიდა მოლდავეთსაც და მთელს რეგიონსაც. მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურიე ლეანკამ დღეს უარყოფითად შეაფასა ელჩის გამონათქვამი, პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა კი განაცხადა, რომ დანიშნავს ახალ ელჩს, რომელიც შეძლებს, ღირსეულად წარმოადგინოს მოლდავეთის ინტერესები. ნეგუტა 2009 წელს დაინიშნა მოსკოვში ელჩად.
XS
SM
MD
LG