Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: დროა, სახელმწიფოს აღმშენებლობას შინ მივხედოთ


აშშ-ის პრეზიდეპტმა, ბარაკ ობამა მოწოდებით გამოვიდა კიდევ ერთხელ, რომ თითქმის ათწლიანი ომის შემდეგ ავღანეთში, ახლა აშშ-მა საშინაო პრობლმებს უნდა მიხედოს. თავისი საარჩევნო კომპანიის დაწყებამდე ყოველკვირეული გამოსვლისას, ობამამ შეაჯამა ავღანეთში თავისი ვიზიტის შედეგები. იქ მან ხელი მოაწერა ავღანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ორივე მხარეს დაეხმარება მიაღწიონ უფრო მყარ პარტნიორობას. მისი თქმით, 2014 წლის ბოლოსთვის, ავღანეთის ძალები შეძლებენ სრულად იკისრონ პასუხიმგებლობა მათ ქვეყანანში უსაფრთხოების კონტროლზე. ობამას პირველი წინასაარჩევნო აქციები მოეწყობა ოჰაიოს და ვირჯინიის შტატებში.
XS
SM
MD
LG