Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა ბოიკოტის ფონზე სამიტი გადადო


კიევმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა სამომავლოდ გადადოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში იალტაში უნდა გამართულიყო. ამ გადაწყვეტილების ფონია რამდენიმე ლიდერის მხრიდან 11 და 12 მაისს დანიშნულ სამიტში მონაწილეობაზე უარი, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მიმართ მოპყრობის გაპროტესტების მიზნით. ამასთან, ევროკავშირის წამდენიმე მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს იმ საფეხბურთო მატჩებს, რომლებიც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში უკრაინაში უნდა გაიმართოს. უკრაინამ ჩემპიონატს პოლონეთთან ერთად უნდა უმასპინძლოს. ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანი - მათ შორის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი და კომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ - შეშფოთებას გამთქვამენ ტიმოშენკოსთვის შვიდწლიანი სასჯელის შეფარდების ლეგიტიმურობის და ციხეში მის მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ ცნობების გარშემო.
XS
SM
MD
LG