Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია დაეხმარება ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულებს


თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მერია დაეხმარება ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ პირებს. ტელეჟურნალისტებთან საუბარში, უგულავამ აღნიშნა, რომ დახმარება სხვადასხვაგვარი იქნება - პირებს, ვისაც დაქირავებული ბინა ჰქონდა, დაეხმარებიან ქირით სხვაგან დასასახლებლად, დაზიანებული ბინების პატრონებს კი მასალას მიაწვდიან. „ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში მათ დავეხმაროთ, ვინც უსახლკაროდ დარჩა", - აღნიშნა უგულავამ, რომლის თქმითაც, გამგეობებმა უკვე დაიწყეს აღრიცხვა. თბილისში წუხელ წყლის მოვარდნის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ძლიერმა წვიმებმა და ნიაღვრებმა, თბილისის გარდა, მძიმე ზარალი გამოიწვია კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რაიონში.
XS
SM
MD
LG