რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, "იტარ-ტასი" და "ინტერფაქსი" იუწყებიან, რომ პოლიციელებმა ოთხშაბათს საღამოს მოსკოვში დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ილია იაშინი. ოპოზიციის აქტივისტები მოსკოვის ცენტრში, მეტრო ბარიკადნაიასთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც ისინი ოთხშაბათს დილით განდევნეს ჩისტიე პრუდის რაიონში დაკავებული ტერიტორიიდან. "იტარ-ტასი" ასევე იუწყება, რომ ოთხშაბათს საღამოს ბარიკადნაიას მეტროსთან შეიკრიბა 1500-მდე აქტივისტი.
ყველაზე პოპულარული
1