Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო შუა აზიის ქვეყნებს შეუთანხმდა ავღანეთიდან ტვირთების გატანის გზებზე


ნატო აცხადებს, რომ შუა აზიის სახელმწიფოებთან გააფორმა კონტრაქტები ავღანეთიდან აღჭურვილობის ამ სახელმწიფოებზე ტრანზიტის გამოყენებით გასატანად. კონტრაქტების შესახებ დღეს, ბრიუსელში გამოაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მთავრობებთან. ამ ქვეყნებთან ხელმოწერლი კონტრაქტები ნატოს აძლევს საშუალებას, ავღანეთიდან აღჭურვილობის გატანისას, გვერდი აუაროს პაკისტანს, რომელმაც თავის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტები დაუხურა ნატოს შარშანდელი ნოემბრის ინციდენტის - კოალიციის საჰაერო რეიდის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დახოცვის შემდეგ. ტვირთების ავღანეთიდან ევროპაში ჩასატანად, ნატო ისარგებლებს რუსეთზე გამავალი მარშრუტითაც, რის შესახებაც უკვე შეთანხმებულია მოსკოვთან. ნატო 2014 წლის ბოლოსთვის გაიყვანს ავღანეთიდან თავისი კონტინგენტის უდიდეს ნაწილს.
XS
SM
MD
LG