Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი: სირიის პრეზიდენტის რეჟიმმა ლეგიტიმურობა დაკარგა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი სირიაში უდანაშაულო ხალხის დახოცვაში ადანაშაულებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს და აცხადებს, რომ ამ რეჟიმმა ლეგიტიმურობა დაკარგა. ბან კი-მუნის ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიაში ცეცხლი გაუხსნეს გაეროს მეთვალყურეებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩასულიყვნენ დასახლებაში, სადაც, ცნობების თანახმად, 80-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული. ბან კი-მუნმა ეს ინფორმაცია გააცნო სირიის საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის მონაწილეებს. მანვე დაგმო ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც „ენით აუწერელი ბარბაროსობა“ უწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო შუამავლის, კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. თავის მხრივ, კოფი ანანმაც, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, მკაცრად დაგმო მორიგი ხოცვა-ჟლეტა სირიაში. კლინტონის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
XS
SM
MD
LG