Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აფეთქებას ორი ოფიცრის მძიმედ დაჭრა მოჰყვა


აზერბაიჯანის სამხედრო უწყების წარმომადგენლების თქმით, აზერბაიჯანსა და მის სეპარატისტულ, მთიანი ყარაბაღის რეგიონს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე ნაღმი აფეთქდა, რასაც ორი აზერბაიჯანელი ოფიცრის მძიმედ დაჭრა მოჰყვა. როგორც იუწყებიან, ერთ-ერთმა ოფიცერმა აფეთქებისას ფეხი დაკარგა, მეორეს კი ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა. ინციდენტის ფონია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრიოს განცხადება - რომ მთიანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე განლაგებულ მის სამხედროებს 24 საათის განმავლობაში ესროდნენ სომხეთის შეიარაღებული ძალები. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია ყარაბაღის სომხების მიერ კონტროლირებულ ნაწილს. გასულ კვირაში სულ მცირე 9 ჯარისკაცი იქნა მოკლული ორივე მხარეს, სროლის დროს როგოროც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ისევე მთიანი ყარაბაღის საზღვარზე.
XS
SM
MD
LG